ჰილტონის სასტუმროების ევროპულ დედაქალაქებს შორის მალე თბილისი გამოჩნდება

თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად პრემიუმ კლასის სასტუმროდ გადაკეთდება

This information originated in Georgian.

December 19, 2016

თბილისი, Georgia & MCLEAN, Va. - ჰილტონი;  დღეს კომპანიამ Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმა მმართველობის ხელშეკრულება კონპანიასთან „გრანატი" და ამით დაანონსა სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნა თბილისში.  ჰილტონის თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და ის სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს. ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება. 

ჰილტონის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ვიცე პრეზიდენტმა, პატრის ფიცგინონმა განგვიმარტა: „ ჰილტონის სასტუმრეობი ევროპის ქვეყნების 30 დედაქალაქშია  განთავსებული და დღეს ამ წარმოსადეგ სიას თბილისიც შეუერთდა. ჰილტონის რეგიონალური სტრატეგიაა, გააფართოვოს თავისი ქსელი აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში.   თბილისის მრავალფეროვანი ეკონომიკა, მდგრადი საერთაშორისო ინფრასტუქტურული ინვესტიციები და ტურისტებისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებების დატვირთული განრიგი, საქართველოს დედაქალაქს ჩვენი ბიზნესისთვის მომხიბვლელს ხდის."

ახალი ჰილტონი თბილისში კოსტავას ქუჩის 59-ში გაიხსნება. ამ ადგილიდან, ქალაქში განთავსებული კულტურული  ღირშესანიშნაობები თუ სავაჭრო ცენტრები  რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია აქვს, რაც გულისხმობს 2025 წლამდე ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ მარშრუტად გადაქცევას და საქართველოს იმიჯის საერთაშოროსო ბაზარზე გაძლიერებას. „ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც ჰილტონი თბილისია ჩვენს სტრატეგიას ხელს შეუწყობს და მეტ ტურისტს მოიზიდავს დედაქალაქში", აღნიშნა ქუმშიშვილმა.

ჰიტონის პარტნიორი კომპანიის „გრანატი"  აღმასრულებელმა ოფიცერმა, ელგუჯა ცინცაძემ საუბარში განაცხადა:   " ეს არის სასტუროსთან დაკავშირებული ჩვენი პირველი დეველოპერული პროექტი და ვამაყობთ, რომ  სწორედ ჰილტონია ჩვენი პარტნიორი. აღსანიშნავია, რომ დიზაინის მიხედვით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბჭოთა დროის შენობის ფასადის რეკონკსტრუქცია მოხდება და პირველადი სახე შეუნარჩუნდება. მხოლოდ დაემატება შუშის დაშენება, სადაც განთავსდება ჰილტონის ბარი და სპა -ცენტრი. ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს"

თბილისის მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ჰილტონის რესტორნით, ლობი ბარითა და ქუჩის კაფეთი. სასტუმროში ასევე გათვალისწინებულია 1,000 კვ.მ. ფართის საკონფერენციო და წვეულებების დარბაზი.

„ჰილტონი მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელია, რომელსაც თითქმის 100 წლიანი ისტორია გააჩნია. ჰილტონის მიზანია მისი ქსელის მზარდი განვითარება და ახალ ბაზრებზე დამკვიდრება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქსელის ერთგულ მომხმარებლებს ახლა უკვე საქართველოს ამ არაჩვეულებრივი დედაქალაქის ნახვის საშუალებაც მიეცემათ"

Hilton Hotels & Resorts  ამჟამად 18 ახალი  ფილიალის განვითარებაზე მუშაობს.  2015 წელს  ამ ქსელს ბათუმიც შეუერთდა.  საგულისხმოა, რომ თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს Hilton Garden Inn- ის  მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჰილტონის სასტუმროების შესახებ ეწვიეთ ვებ გვერდს hilton.com. სიახლეების გასაცნობად:  news.hilton.com.

საკონტაქტო ინფორმაცია:
პადრექ ქროული
Hilton - ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აზია
padraig.crowley@hilton.com
+44 7958 118 803

ლანა პეტრუზო
Hilton
lana.petruzzo@hilton.com
+1 571 438 3385

ჰილტონის შესახებ
ჰილტონი წამყვანი გლობალური სასტუმროების ქსელია, რომესაც გააჩნია 4,800-ზე მეტი  ფილიალი. მსოფლიოს 104 ქვეყანაში ჰილტონი  789,00 ოთახს ფლობს.  ჰილტონს სასტუმრო მომსახურების 97 წლიანი ისტორია აქვს. მის პორტფოლიოში შედის 13 მსოფლიო კლასის გლობალური ბრენდები Hilton Hotels & Resorts, Waldorf Astoria Hotels & Resorts, Conrad Hotels & Resorts, Canopy by Hilton, Curio - A Collection by Hilton, DoubleTree by Hilton, Embassy Suites by Hilton, Hilton Garden Inn, Hampton by Hilton, Tru by Hilton, Homewood Suites by Hilton, Home2 Suites by Hilton და Hilton Grand Vacations.

ჰილტონს ასევე აქვს მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა,  Hilton HHonors®. პროგრამის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჰილტონის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებებითა და ბონუსებით, უფასო ინტერნეტ მომსახურებით, ონალინ დაჯავშნისა და რეგისტრაციის, ასევე ოთახის შერჩევის ფუნქციით

სიახლეების გასაცნობათ ეწვიეთ news.hiltonworldwide.com ან დაგვიკავშირდით სოციალური მედიის მეშვეობით:  Facebook, Twitter, YouTube, Flickr, LinkedIn და Instagram

Hilton Hotels & Resorts-ის შესახებ
Hilton Hotels & Resorts საუკუნეზე მეტია, რაც მოგზაურებს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.  მას 6 ქვეყანაში 570 პრემიუმ კლასის სასტუმრო გააჩნია და განსაკუთრებული მომსახურებით გამოირჩევა. Hilton Hotels & Resorts ჰილტონის ქსელის წამყვანი ბრენდია, რომელიც მუდმივად სთავავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ მიდგომებსა და ახალ მომსახურებებს.   მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამით, მომხმარებელებს შეუძლიათ ისარგებლონ ჰილტონის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებებითა და ბონუსებით, უფასო ინტერნეტ მომსახურებით, ონალინ დაჯავშნისა და რეგისტრაციის, ასევე ოთახის შერჩევის ფუნქციით.

სიახლეების გასაცნობათ ეწვიეთ news.hilton.com ან დაგვიკავშირდით სოციალური მედიის მეშვეობით:   Facebook, Twitter და  Instagram.